Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721759&print=yes&view=jobs
 
საწარმოო-ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოო-ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: ასოციაცია ატუ
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
ა.ი.პ "ასოციაცია ატუ" აცხადებს ვაკანსიას
შემდეგ პოზიციაზე:

საწარმოო-ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - 1 სპეციალისტი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება და შეტანა სათანადო ორგანოებში ნებართვის მისაღებად
** მიღებული მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების და ვადების კონტროლი
** მშენებარე ობიექტებისთვის საინჟინრო კომუნიკაციების ტექნიკური პირობების ასაღებად დოკუმენტაციის მომზადება და განცხადების შეტანა შესაბამის სტრუქტურებში
** დასრულებული სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შეტანა შესაბამის ორგანოებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინრის, მშენებლის ან არქიტექტორის სპეციალობით
** საქართველოში მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის ცოდნა
** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა Word, Exel, AutoCAD, ArchiCAD

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 3500 ლარიდან (ხელზე ასაღები) კვალიფიკაციიდან გამომდინარე
** 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი #39დ

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.mumlauri@atu.com.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია. CV-ის მიღების შემდეგ შედგება გასაუბრება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია