Робота для біженців з України
კონტენტ-მეიკერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ-მეიკერი
მომწოდებელი: ფაიფური
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
კომპანია "ფაიფური" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ-მეიკერის (SMM) პოზიციაზე (უნივერსალური კადრი).

ჩვენ ვართ სტარტაპი, რომელიც ეწევა ესთეტიკური ფაიფურის ჭურჭლის რეალიზაციას. ვეძებთ კრეატიულ და ენერგიულ კადრს, რომელიც დაგვეხმარება ბრენდის პოპულარიზაციაში ვიდეოკონტენტის საშუალებით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სმარტფონით ვიდეოს გადაღებისა და მონტაჟის უნარი (CapCut, InShot და სხვა);
** სოციალური პლატფორმების (Instagram, TikTok, YouTube Shorts) ალგორითმების ცოდნა;
** ესთეტიკის აღქმის გამორჩეული უნარი (ფაიფურთან მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე);

ძირითადი მოვალეობები:

** კრეატიული ვიდეოკონტენტის (Reels, TikTok) დაგეგმვა და გადაღება;
** პროდუქციის (ფაიფურის ჭურჭლის) ესთეტიკური სერვირება და წარდგენა კადრში;
** ყოველდღიური სთორების მართვა და აუდიტორიასთან კომუნიკაცია;
** სოციალური მედიის ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და მათი ადაპტირება ბრენდისთვის.

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა და ახალი იდეების გენერირების უნარი;
** ორგანიზებულობა და ვადების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა (განსაკუთრებით ვიზუალურ მხარეზე);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი სტარტაპ გარემოში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულმა კანდიდატმა გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ქართულ ენაზე მითითებულ ელ-ფოსტაზე media@consultings.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე