Робота для біженців з України
ბარისტა აეროპორტის ფილიალში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა აეროპორტის ფილიალში
მომწოდებელი: illy Caffè
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"Illy caffe"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.

დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი.

"illy Caffè" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბარისტა აეროპორტის ფილიალში.

ვაკანტური ადგილი: 1

მოვალეობები:

** ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის;
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა;
** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
** კაფეში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში.

მოთხოვნები:

** ბარისტად მუშობის გამოცდილება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური (სავალდებულო); რუსული (სასურველია).

პირობები:

** ანაზღაურება: 6.67 ლარი საათში +2 % ნავაჭრის (1 თვის შემდეგ) + თიფსი (ზეგანაკვეთური ანაზღაურებადი +20 %)
** ოფიციალური დასვენების დღეებში მუშაობის შემთხვევაში ორმაგი ანაზღაურება
** სამუშაო გრაფიკი: 2 X 2, 12 სთ, თვეში 15 დღე, დღე ღამე სმენები, მცოცავი
** სამედიცინო დაზღვევა,
** კვება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე