Робота для біженців з України
პრესელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრესელერი
მომწოდებელი: მეგაკო თრეიდი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
სადისტრიბუციო კომპანია "მეგაკო თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს;
** ახალი ობიექტების მოძიება;
** სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სარეალიზაციოდ შეკვეთის გაკეთება;
** სავაჭრო ადგილებში პროდუქციის ეფექტურ ადგილას განლაგება და მისი მუდმივი კონტროლი;
** ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის დამყარება სავაჭრო წერტილის წარმომადგენლებთან;
** სარეკლამო დანადგარების დამონტაჟება და სარეკლამო მასალების განთავსება მერჩენდაიზინგის სტანდარტებისა და სუპერვაიზერის მითითებების შესაბამისად;
** მუდმივად აკონტროლოს პროდუქციის შენახვის პირობები, ვადა და აწარმოოს როტაცია;
** გაყიდულ პროდუქციასა და მასზე ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა;
** აღრიცხვიანობის სისტემატური და აკურატული წარმოება დადგენილი წესის მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი.

სამუშაო პირობები:

** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი + ბონუსი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: rnasaridze@megako.ge ან დაგვიკავშირდეთ 599656944, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრისეილერი, სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცახდებთ თანხმობას კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე