|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
აქსის გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
დეველოპერული კომპანია "აქსისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
საქართველოში ყველაზე მასშტაბური დეველოპერული კომპანიის პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: www.axis.ge და www.axistowers.ge
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი აკადემიური განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება დეველოპერულ, სამშენებლო, სარემონტო კომპანიებში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვების მიზნით;
** შეხვედრების ორგანიზება;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ვიზიტი სამშენებლო ობიექტზე;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის ორგანიზება;
** პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და აღრიცხვა;
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** მუშაობის უნარი როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად;
** დროის მართვის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტური ანალიზის და გადაცემის უნარი.
დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა გამოცდილება და უნარები თანხვედრაშია ჩვენს მოთხოვნებთან გთხოვთ, გამოაგზავნოთ განახლებული CV (ფოტო სურათით) 2026 წლის 30 მაისამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@axis.ge.
გაცნობებთ, რომ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება მესამე პირისთვის გადაცემა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ჩვენს მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების მქონე აპლიკანტებთან.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|