|
დასახელება:
ნოუთბუქების შეკეთების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
F1 - კომპიუტერული სერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
აიტი სერვისების კომპანია "F1 - კომპიუტერული სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ნოუთბუქების შეკეთების სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენი სერვის ცენტრი ემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე მსხვილ იურიდიულ პირებს და ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ტექნიკურ მომსახურებაზე. კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://f1.com.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** ნოუთბუქების ფიზიკური დაზიანებების დიაგნოსტიკა და პრობლემის იდენტიფიცირება;
** მოდულური შეკეთება (ეკრანის, კლავიატურის, ელემენტის, პორტების და სხვა კომპონენტების შეცვლა);
** სირთულის მიხედვით, ელექტრონული კომპონენტების შეკეთება/აღდგენა (Micro-soldering);
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და რეპორტინგი შიდა სისტემაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ნოუთბუქების ტექნიკური აგებულების სიღრმისეული ცოდნა;
** მოდულური შეკეთების გამოცდილება (აუცილებელია);
** Micro-soldering-ის (BGA რეპროგრამირება, ჩიპების შეცვლა) ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** სხვადასხვა ბრენდის (Apple, Dell, Lenovo, HP, Asus და ა.შ.) სპეციფიკის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
** გამართული პროცესები: თქვენ არ გიწევთ ნაწილების მოძიებაზე ან კლიენტებთან კომუნიკაციაზე დროის ხარჯვა - ამას მენეჯერები აკეთებენ. თქვენი ფოკუსი მხოლოდ ტექნიკური სამუშაოა;
** სამუშაო იარაღები: სრულად აღჭურვილი და კომფორტული სამუშაო გარემო;
** გუნდი: მეგობრული, პროფესიონალური და ზრდადი სამუშაო გარემო.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00, შაბათი: 10:00-16:00 (ორ კვირაში ერთხელ).
** ანაზღაურება: კომპეტენციებისა და შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: guga@f1.com.ge. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ნოუთბუქების შეკეთების სპეციალისტი.
ბოლო ვადა 20 მაისი.
|
|
|
|