|
დასახელება:
ფინანსური სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ფულადი ნაშთების რეესტრის წარმოება და კონტროლი;
** ვალუტების შესასყიდად ტენდერების ორგანიზება, პროცესის კოორდინაცია და შედეგების ანალიზი;
** მატერიალურ და არამატერიალურ ხელშეკრულებებზე ფინანსური კონტროლის განხორციელება;
** ფინანსური მიმართულებით ხელშეკრულებების მომზადების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
** სხვადასხვა ტიპის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი;
** ბანკებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, საბანკო ტრანზაქციების კოორდინაცია და კონტროლი;
** ფინანსურ დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა და საჭიროებისამებრ პროცესებში მხარდაჭერა;
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** გარე პარტნიორებთან ურთიერთობა და მიმდინარე პროცესების მართვა;
** შესრულებული სამუშაოს შედეგიანობის ყოველკვირეული და წლიური ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
** ფინანსური ბუღალტერიისა და რეპორტინგის საბაზისო ცოდნა;
** IFRS სტანდარტების საწყისი ცოდნა;
** საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების პროდუქტების საბაზისო ცოდნა;
** მიკრო და მაკრო ეკონომიკის საფუძვლების ცოდნა;
** სტატისტიკისა და მონაცემთა ანალიზის/დამუშავების ტექნიკების ცოდნა;
** მონაცემების მოძიების, დამუშავების, ფინანსური ანალიზისა და ინფორმაციის შეჯამების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, Word, PowerPoint, 1C, BI და სხვა;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
** რუსული ენის ცოდნა - A2-B1 დონე.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; პრობლემების გადაჭრის უნარი; განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებულობა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 05.06.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 5 97 00 29 87
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/UxrdnzK2oF
|
|
|
|