Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721702&print=yes&view=jobs
 
მოწვევა უნარების განვითარების ტრენინგებში მონაწილეობაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოწვევა უნარების განვითარების ტრენინგებში მონაწილეობაზე
მომწოდებელი: საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 29 მაისი
საქართველოს "არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი", ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტრო მიერ დაფინანსებული პროექტის "უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება" ფარგლებში აცხადებს მონაწილეთა მიღებას უნარების განვითარების ტრენინგების სერიაზე.

ტრენინგების მიზანია ქალთა გაძლიერება მნიშვნელოვანი კომუნიკაციური და ორგანიზაციული უნარებით, რაც შეუწყობს ხელს მათ მომავალ დასაქმებას ან მეწარმეობას.

ტრენინგები:

1. ეფექტური კომუნიკაცია და ინტერპერსონალური უნარები
2. დროის მართვა და ორგანიზაციული უნარები
სამიზნე რეგიონები: აჭარა, სამეგრელო და გურია

ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა:

გენდერული ძალადობის (GBV) მსხვერპლები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), მიგრანტები და კრიზისში მყოფი ქალები პროექტის სამიზნე რეგიონებიდან (აჭარა, სამეგრელო, გურია)

ტრენინგის დეტალები:

** ფორმატი: თითოეული ტრენინგი - 4 დღის ხანგრძლივობის (პირისპირ ფორმატში)
** მდებარეობა: აჭარა, სამეგრელო და გურია

წარმოსადგენი დოკუმენტი: სრულად შევსებული განაცხადის ფორმა.

განაცხადების წარდგენისა და განხილვის პროცესი:

განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი. შერჩევის პროცესში შესაძლოა, აპლიკანტებს მოუწიოთ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია:

ონლაინ, მითითებულ ლინკზე ფორმის შევსებით: https://shorturl.at/LecqJ

ბეჭდურად ან ხელით შევსებული განაცხადით შემდეგ მისამართებზე:

აჭარისა და გურიის რეგიონი:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. N127;
საკონტაქტო პირი: ნინო ირემაძე - 591 10 33 05

სამეგრელოს რეგიონი:

მისამართი: ქ. ზუგდიდი, ივლიანე თოდუას ქ. N7
საკონტაქტო პირი: თათია კოლბაია - 599 460 242

განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ 2026 წლის 29 მაისის ჩათვლით. დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია