|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
პაირექსი
|
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
შპს "პაირექსი" (მეხანძრე.ge) (mekhanzre.ge) აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
** სრული განაკვეთი;
** სამუშაო საათები 10 დან 6 საათამდე;
** ოფისის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საოპერაციო საკითხების მართვა, სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** კლიენტებთან ურთიერთობა;
** ინვოისების მომზადება, ოფისის ხარჯების მართვა;
** კომპანიის პროდუქციის მომხმარებლისთვის აღწერა და შერჩევაში დახმარება, სოციალურ მედიაში კომპანიის წარმომადგენლობა;
** კომპანიის ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსება და მართვა;
** ბუღალტერიისთვის საფინანსო დოკუმენტაციის მართვაში ასისტირება;
** საწყობისა და მარაგების მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსები ან მარკეტინგი ან ტექნიკური/საინჟინრო, ბიზნეს ადმინისტრირება - ამ მხრივ შეზღუდვა არ გვაქვს, მთავარია, რომ კანდიდატი იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, პუნქტუალური, საქმიანი და რაც მთავარია პროაქტიული)
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სამშენებლო, ვაჭრობის. გაყიდვების, საქონელმცოდნეობის ან მსგავს მომიჯნავე სფეროებში);
** ინგლისურის კარგად ცოდნა;
** თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების პრაქტიკული ცოდნა;
** სახანძრო ან შრომის უსაფრთხოების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
საკონტაქტო მეილი: info@mekhanzre.ge
|
|
|
|