Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - კომერციული მიმართულების დირექტორი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება)
ანაზღაურება - 1400 ლარი + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია - მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტის სიღრმისეული შესწავლა/ცოდნა;
** სხვადასხვა ბაზის დამუშავება და ლიდების მოძიება;
** კომპანიის პროდუქტების გაყიდვის მიზნით, ცივი ზარების, მიმოწერებისა და შეხვედრების უზრუნველყოფა
** დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, ლიდის საჭიროებების იდენტიფიცირება და შეთავაზებების განხორციელება
** კლიენტის ლენდინგის პროცესის მართვა (მათ შორის სხვა დეპარტამენტების ჩართულობის უზრუნველყოფა)
** არსებულ მომხმარებლებთან upsell და cross sell შეთავაზებების განხორციელება
** პოზიციასა და კომპეტენციებთან რელევანტური სხვა დავალებების შესრულება
** CRM მენეჯმენტი და ხელმძღვანელთან რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ან ფინანსების მიმართულებით.
** იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია გამოცდილება B2B გაყიდვების მიმართულებით;
** აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა;
** Excel - რეპორტინგისთვის საჭირო ცოდნა;
** კანდიდატი უნდა იყოს Tech Savvy.

უნარები/შესაძლებლობები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე და სერვისზე ფოკუსირებული;

პიროვნული მახასიათებლები:

** ინიციატივიანი;
** დეტალებზე და სერვისზე ფოკუსირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებული

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე