Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: დეგუსტო
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო", აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა;
** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების განხორციელება და პროდუქციის მიღება;
** სასაწყობე მარაგების კონტროლი, შესაბამისი ნორმების დაცვით;
** სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაცია;
** ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
** ფილიალში შესაბამისი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სარესტორნო ქსელში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** მარაგების მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

პოზიციის პირობები:

** სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე კვირაში
** ანაზღაურება: 1600 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტპასი;
** სრულად უზრუნველყოფილი კვება

მდებარეობა: თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ფილიალის მენეჯერი".

დეგუსტო მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე