Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721668&print=yes&view=jobs
 
მაღაზიის მენეჯერი, კონსულტანტი - თერჯოლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი, კონსულტანტი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

პოზიციები: მაღაზიის მენეჯერი, კონსულტანტი

აღნიშნულ პოზიციებზე მოთხოვნილი ფუნქციები და მოვალეობები:

** გუნდის მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** გუნდისთვის სამუშაოს სწორად გადანაწილება;
** მაღაზიის ყოველდღიური ნავაჭრის კონტროლი (ნაღდი, უნაღდო).
** პერსონალის მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** ახალი მიღებული თანამშრომლის (სტაჟირება) გადამზადებაზე ზრუნვა;
** სალარო აპარატთან მუშაობა, ასევე Z-ის ფაილის წარმოება, ზედნადებების აღრიცხვა;
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის პროდუქციისა და არსებული აქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის შესაბამის თაროზე განთავსება და ფას-მაჩვენებლის კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და სალაროში თანხის მიღება

აპლიკანტებთან, არსებულ ვაკანსიებზე, გასაუბრების შემდგომ, მათი გამოცდილების და ცოდნის შესაბამისად მოხდება შეთავაზების გაკეთება.

დამატებითი მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების (სერვის +) ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების მიმართულების გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტულად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეთიკის ცოდნა;

სამუშაო ადგილი: თერჯოლა
სამუშაო განაკვეთი: 40 საათიანი სამუშაო კვირა
ანაზღაურება: კონსულტანტი - 1100 ლარი, გამოსაცდელი ვადის შემდეგ 1300 ლარი (+ბონუსი)
მენეჯერი - 1300 ლარი გამოსაცდელი ვადის შემდეგ 1500 ლარამდე (+ ბონუსი)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი/კონსულტანტი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია