Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721663&print=yes&view=jobs
 
მოლარე -კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე -კონსულტანტი
მომწოდებელი: Winery Bediani
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
Winery Bediani აცხადებს ვაკანსიას მოლარე -კონსულტატის ღვინის მარანში.

მათ ვისაც უყვარს ღვინის წარმოება, შექმნიდან მიწოდებამდე, ვინც არის განვითარებაზე ორიენტირებული, ვისაც სურს გაყიდოს და შესთავაზოს არა მხოლოდ პროდუქტი არამედ კულტურა და ისტორია, აქ, არის, შესაძლებლობა!

Winery Bediani წარმოადგენს საშუალო და პრემიუმ სეგმენტის ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას. ჩვენ ვქმნით პროდუქციას რომელიც გამოირჩევა უნიკალური გემოვნური მახასიათებლებით და ქართული მეღვინეობის ტრადიციების დაცვით. ჩვენი პროდუქტი წარმატებით გადის ექსპორტზე 20 ქვეყანაში და ადგილობრივ ბაზარზე.

გახდი ამ გუნდის წევრი!

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, იოანე შავთელის N26 (სასტუმრო "ამბასადორის" მიმდებარედ)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი შედეგებზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება
** სალარო ოპერაციების მართვა
** პროდუქციის განთავსება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა
** მომხმარებელთან მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გაყიდვების ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული) სავალდებულოა
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: qbq.info@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია "მოლარე-კონსულტანტი".
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაზიარებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში,
თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია