Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721656&print=yes&view=jobs
 
წარმოების ოპერატორი, შემფუთავ-დამფასოებელი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ოპერატორი, შემფუთავ-დამფასოებელი
მომწოდებელი: Caucasian PET Company
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.

ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში

კომპანია აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. წარმოების ოპერატორი - 10 ვაკანსია

სამუშაო პირობები:

** ქალაქი: ქ. რუსთავი
** სამუშაო გრაფიკი: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2
** სამუშაო დღე: დღე/ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება).
** ანაზღაურება: 1100 ლარი ხელზე სასწავლო პერიოდის განმავლობაში (3 თვე). სასწავლო პერიოდის გასვლის შემდეგ - 1500 ლარი ხელზე (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე საპენსიო გადასახადის გამოკლებით).

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** წარმოებაში ტექნოლოგიურ დანადგარებთან მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.
** საწარმოო დანადგარების და ხაზების მომსახურების გამოცდილება (სასურველია).
** ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია).
** კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
** პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის ცოდნა.
** ქართული ენის ცოდნა, რუსული ან ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.
** პასუხისმგებლობიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების პროცესის გაშვება, რეგულირება და კონტროლი.
** მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრების კონტროლი და რეგულირება.
** გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა.
** საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება.
** ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.

2. შემფუთავ-დამფასოებელი - 2 ვაკანსია

სამუშაო პირობები:

** ქალაქი: ქ. რუსთავი
** სამუშაო გრაფიკი: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება).
** ანაზღაურება 1400 ლარი ხელზე. გამოსაცდელი ვადის 1 თვის განმავლობაში - 1000 ლარი ხელზე (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერტიფიკატი.
** ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი.
** ქართული ენის ცოდნა, რუსული ან ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.
** პასუხისმგებლობიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.

თანამდებობრივი მოვალეობები მოიცავს:

** მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ.
** მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ.
** შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება.
** წარმოებაში სხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება.
** სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი.

სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორაციული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე; FITPASS-ის კორპორაციული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელმისამართზე: Gogashvili.Mari@caucasianpet.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია