Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721611&print=yes&view=jobs
 
Front Desk ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Front Desk ადმინისტრატორი
მომწოდებელი: WST Georgia
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"WST" — ტურისტული კომპანია, რომელიც უკვე 13 წელია ქმნის დაუვიწყარ მოგზაურობებს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს როგორც შიდა ტურებს, ისე საერთაშორისო მოგზაურობებს სხვადასხვა მიმართულებით. WST-ის ოფისები თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და მომხმარებელზე ორიენტირებულ, კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.

"WST" შენ გეძებს. შენი ადგილი ტურიზმის სამყაროში!

შემოგვიერთდი ტურისტულ კომპანიაში Front Desk ადმინისტრატორის პოზიციაზე.

თუ ხარ კომუნიკაბელური, ენერგიული და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა — ეს შანსი შენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში შემოსული სტუმრების დახვედრა და კონსულტაცია
** ტურისტული პაკეტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** სატელეფონო ზარებისა და ონლაინ მოთხოვნების მართვა
** ჯავშნების მიღება/გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (აუცილებელია)
** გამართული კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები
** გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office)
** მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუსების სისტემას
** მოქნილ გრაფიკს
** პროფესიულ ზრდასა და განვითარებას ტურიზმის სფეროში
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: m.dekanozishvili@wst.ge

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია