|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
MEP Studio
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი
კომპანიის შესახებ: "MEP Studio" არის წამყვანი საინჟინრო-საპროექტო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია შენობა-ნაგებობების შიდა საინჟინრო სისტემების (Mechanical, Electrical, Plumbing) პროექტირებასა და მართვაში. ჩვენი გუნდი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ ინჟინრებს, რომლებიც ინოვაციური და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვით ქმნიან უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს თანამედროვე არქიტექტურული პროექტებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კორპორატიული კლიენტების (დეველოპერები, არქიტექტურული სტუდიები, სამშენებლო კომპანიები) მოძიება და მოზიდვა;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის სერვისების (საინჟინრო სისტემების პროექტირება, აუდიტი, ინსტალაცია) პრეზენტაცია;
** კომერციული წინადადებების მომზადება და მოლაპარაკებების მართვა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველკვირეული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში);
** სამშენებლო/საინჟინრო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების მაღალი უნარი;
** პრეზენტაბელურობა და გამართული კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს გაყიდვებიდან;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ლოკაცია: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info@mepstudio.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".
თქვენთვის საკონტაქტო პირი: 595 22 81 84 კახი პატაშური.
|
|
|
|