|
დასახელება:
გარემოსდაცვითი მონიტორინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
RMG
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
კომპანია "არ ემ ჯი" (რიჩ მეტალს გრუპი) სამთო-მომპოვებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გარემოს დაცვის დეპარტამენტში გარემოსდაცვითი მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ბოლნისის რ-ნი, დაბა კაზრეთი
გარემოს დაცვის დეპარტამენტში გარემოსდაცვითი მონიტორინგის სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
** გარემოსდაცვითი მონიტორინგის წარმოება, თვითმონიტორინგისათვის საჭირო სინჯების (წყალი, ჰაერი, ნიადაგი, ნარჩენები და სხვა) აღება და ლაბორატორიული კვლევებისათვის გაგზავნა;
** პრევენციის მიზნით სამოქმედო ტერიტორიაზე პატრულირება, ფოტო სურათების გადაღება, გაზომვების ჩატარება ( (წყალი, ჰაერი, ნიადაგი), გარემოზე მავნე ზემოქმედების (დადგენილი ნორმების გადამეტება) გამოვლენის შემთხვევაში სათანადო აქტების შედგენა და შესაბამისი რეაგირება;
** მონიტორინგის გეგმის მიხედვით განსაზღვრული სამონიტორინგო წერტილებში დადგენილი პერიოდულობით შესაბამისი გაზომვების ჩატარება/აღრიცხვა და შესაბამისი ოქმების შევსება;
** სამეწარმეო, სამეურნეო ან ნებისმიერ სხვა სახის საქმიანობისას (მილსადენის, გზების გაყვანა ან სპეცდანიშნულების ობიექტების მშენებლობა საწარმოო მოედნის მოწყობა და სხვა), ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნასა და დასაწყობების სამუშაოების კონტროლი (თვითმონიტორინგი);
** ნარჩენების მართვის, ნარჩენების სეპარირების პროცესის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook (შესაძლოა დამატებით მოთხოვნილ იქნეს ტესტირება პროგრამების ცოდნის შეფასებასთან დაკავშირებით);
** გამართულად წერის უნარი.
სასურველია: კანდიდატს გააჩნდეს ანალოგიურ პოზიციაზე / მსგავსი ფუნქციებით მუშაობის გამოცდილება
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადასტურების მიზნით კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: CV - ქართულ ენაზე, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@richmetalsgroup.com არა უგვიანეს 2026 წლის 22 მაისის 18:00 საათისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|