|
დასახელება:
ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
RMG
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
კომპანია "არ ემ ჯი" (რიჩ მეტალს გრუპი) სამთო-მომპოვებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ბოლნისის რ-ნი, დაბა კაზრეთი
ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის უფროსი სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
** სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (შესწავლა-მოპოვების) ლიცენზიების მიღების პროცესის მართვა;
** სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (შესწავლა-მოპოვების) ლიცენზიებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
** სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (შესწავლა-მოპოვების) სალიცენზიო პირობების ანალიზი, რისკების იდენტიფიცირება და რისკების შერბილებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
** სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (შესწავლა-მოპოვების) სალიცენზიო პირობების დარღვევის პრევენცია;
** სახელმწიფო ორგანოებთან წიაღითსარგებლობის საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია, ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში საქმის წარმოება;
** ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურში შემოსული დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა, დამუშავება, კორესპონდენციაზე საპასუხო წერილების მომზადება;
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიების და ნებართვების მათ შორის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მიღებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება დამუშავება და უფლებამოსილ უწყებებში წარსადგენად მომზადება;
** "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვება და ამ პროცესში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** წიაღითსარგებლობისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook (შესაძლოა დამატებით მოთხოვნილ იქნეს ტესტირება პროგრამების ცოდნის შეფასებასთან დაკავშირებით);
** წიაღითსარგებლობის საკითხებზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გამართულად წერის უნარი.
სასურველია:
** წიაღითსარგებლობის საკითხებზე სასამართლო პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;
** პრეზენტაბელურობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადასტურების მიზნით კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: CV - ქართულ ენაზე, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@richmetalsgroup.com არა უგვიანეს 2026 წლის 22 მაისის 18:00 საათისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|