|
დასახელება:
ინგლისურენოვანი პირადი ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
რუსთავის აზოტი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.
სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.
სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი პირადი ასისტენტის პოზიციაზე
ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს ხელმძღვანელის ყოველდღიური ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს შეხვედრებს, ვიზიტებსა და კალენდარს;
** დაეხმაროს შეხვედრების ორგანიზებასა და საჭირო მასალების მომზადებაში;
** უზრუნველყოს სტუმრების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** აწარმოოს მარტივი რეპორტები, ცხრილები და მონაცემების განახლება;
** ითანამშრომლოს სხვადასხვა დეპარტამენტთან საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად;
** დაიცვას კომპანიის შიდა პოლიტიკა, კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტები;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა ადმინისტრაციული დავალებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
ენები: ინგლისური - B2-C1 (აუცილებელია, რადგან ხელმძღვანელი საუბრობს მხოლოდ ინგლისურად)
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
** ტრანსპორტირება
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|