Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721548&print=yes&view=jobs
 
ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი
მომწოდებელი: სამერი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"სამერი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას: ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი

ვინ ვართ ჩვენ:

"სამერი ჯგუფი" არის პრემიუმ ხარისხის კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

რატომ "სამერი ჯგუფი"?

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ:

** იმუშავებ გარემოში, სადაც შენი პროფესიული ცოდნა პირდაპირ განსაზღვრავს შედეგს და დაფასდება როგორც ფინანსურად, ისე კარიერულად;
** ჩაერთვები პროექტებში, რომლებიც მოითხოვს ტექნიკურ აზროვნებას, კონსულტაციასა და პროცესების მართვას - აქ ყოველი დღე სტანდარტული რუტინა არ არის;
** გექნება პასუხისმგებლობა და თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც რეალურ განვითარებას უზრუნველყოფს;
** მიიღებ კონკურენტულ ანაზღაურებას;
** იმუშავებ სტაბილურ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოში, სადაც გუნდის თითოეული წევრი ერთიან შედეგზეა ორიენტირებული;

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის კონცეფციების/ რენდერების შემუშავება;
** ავეჯის კონცეფციის დამუშავება და 2D ესკიზების შექმნა;
** დამკვეთთან პროექტის შეთანხმება;
** პროექტთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის მოგროვება და მომდევნო ეტაპზე გადაცემა;

მოთხოვნები:

** ინტერიერისა და ავეჯის ესკიზის/ნახაზის კითხვის უნარი;
** პროფესიული პროგრამების ცოდნა: AutoCAD / ArchiCAD (ან მსგავსი) და Autodesk 3D max (V-ray, Corona);
** გამართულად კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციისა და მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;
** სასურველია შესაბამის სფეროში გამოცდილება;

პირობები:

** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი | 10:00-19:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 126

როგორ შეიტანოთ განაცხადი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@samerygroup.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია