Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება - რექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - რექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი" (ჯიუ) გიწვევთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე - რექტორის ასისტენტი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10.00-დან 18.00 სთ-მდე

ფუნქცია-მოვალეობები:

** რექტორის სამუშაო კალენდრის ორგანიზება, შეხვედრების დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** შემოსული და გასული ოფიციალური წერილების, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
** რექტორის მითითებით დოკუმენტაციების მომზადება, აღრიცხვა და არქივირება;
** რექტორის სტუმრებისა და ოფიციალური დელეგაციების მიღება და მასპინძლობა;
** შეხვედრების, ვიზიტებისა და ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
** სასტუმროების, ავიაბილეთებისა და საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა/დაჯავშნა;
** რექტორის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სავალდებულო); ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

აუცილებელი უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მრავალდავალებიან გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;
** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვისა და პროფესიული ეთიკის დაცვა.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV hr@giu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე