|
დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი
|
| მომწოდებელი:
უძრავი ქონების სააგენტო Point
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
"Point" — უძრავი ქონების სააგენტო
კომპანია Point 7 წელია აქტიურად ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას ბინების, სახლების, მიწების და კომერციული ფართების ყიდვა-გაყიდვის მიმართულებით.
ჩვენთვის მთავარი არის ნდობა, ხარისხიანი მომსახურება და შედეგი.
ვაცხადებთ ვაკანსიას პოზიციაზე: უძრავი ქონების აგენტი
თუ ხარ კომუნიკაბელური, მოტივირებული და გსურს განვითარება ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სფეროში — შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია
** უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და პლატფორმებზე განთავსება
** ბინების, სახლების, მიწებისა და კომერციული ფართების პრეზენტაცია
** მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დასრულება
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
** ორგანიზებულობა და მოტივაცია
** გამოცდილება სასურველია
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალი შემოსავლის შესაძლებლობას (2000+)
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
** პროფესიულ ზრდასა და მხარდაჭერას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას
** თვის საუკეთესო თანამშრომლისთვის საქართველოს მასშტაბით სასტუმროში დასვენებას
ლოკაცია: ნუცუბიძის ქ. 183
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV მეილზე: redrealestate2020@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 577 112628.
დაიწყე კარიერა უძრავი ქონების სფეროში ჩვენთან ერთად.
|
|
|
|