Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721499&print=yes&view=jobs
 
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: Welt
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია "Welt" არის მაღალი ხარისხის MEP მასალებისა და აქსესუარების სანდო იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში. წლების განმავლობაში დაგროვილი ექსპერტული ცოდნითა და საიმედო გუნდით, ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც კომპანიების, ისე კერძო სექტორის მომარაგებას მრავალფეროვანი MEP მასალებით.

ჩვენი ვებსაიტი - https://welt.ge/

"ველტი" ახორციელებს ელექტრო, მექანიკური, წყალგაყვანილობისა და სახანძრო სისტემების პრემიუმ პროდუქციის იმპორტს და ამარაგებს უკვე 100-ზე მეტ კორპორაციულ კლიენტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** შოურუმში მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია
** პროდუქციის პროგრამა 1C-ში გამოწერა და სალარო ოპერაციების წარმოება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მართვა
** სალარო დოკუმენტაციის მოწესრიგება და კონტროლი
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პროფესიული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა და დისციპლინა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: career@welt.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია