|
დასახელება:
სავაჭრო აგენტი
|
| მომწოდებელი:
გაგრა პლუსი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია შპს "გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე.
აღწერა:
** სამუშაო პოზიციის დასახლება: სავაჭრო აგენტი
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
მოვალეობები:
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა;
** სამსახურეობრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** ადგილობრივი გურჯაანიდან ან გურჯაანის მიმდებარე ტერიტორიიდან.
** საკუთარი ავტომობილი B კატეგორია.
** მართვის მოწმობა B კატეგორია.
** საჭიროა ქონებრივი უზრუნველყოფა (იპოთეკა).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანი.
** შრომისმოყვარე.
** გუნდურად მომუშავე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართებზე: Davit.Baliashvili@gplus.ge, Shalva.Andriadze@gplus.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში (Subject) სავაჭრო აგენტი.
გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|