Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ქარსფეისი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:

ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.
"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00-დან 18:00-მდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N 19
ანაზღუარება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დასაქმებულს ვთავაზობთ:

** კორპორატიულ დაზღვევას - პაკეტის საფასურს ფარავს კომპანია
** Fitpass

ძირითადი-ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის ადამიანური რესურსების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი რეკრუტინგ სტრატეგიის დაგეგმვა;
** ვაკანსიის განთავსება სხვადასხვა პლატფორმებზე და რეზიუმეების გადარჩევა;
** შეხვედრების ორგანიზება/გასაუბრებების ჩატარება;
** Onboarding/Offboarding;
** თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის მართვა;
** სამუშაო დასწრებისა და სამუშაო გრაფიკის ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა შიდა მოთხოვნებისა და ადმინისტრაციული საკითხების დროული მართვა;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია;
** თიმბილდინგების, კორპორაციული ღონისძიებებისა და შიდა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
** საოფისე რესურსების, სამეურნეო მარაგების და ინვენტარის მართვა.

საკვალიფიკაცო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** აუცილებელია HR მენეჯერად ან ჯენერალისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარეი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მენეჯმენტი;

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@carspace.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

ქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე