Робота для біженців з України
ბიბლიოთეკარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიბლიოთეკარი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"მწვანე სკოლის" ტყის კამპუსი ეძებს ბიბლიოთეკარს, რომელიც შექმნის მშვიდ, ორგანიზებულ და შთამაგონებელ საგანმანათლებლო სივრცეს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიბლიოთეკის სივრცის ორგანიზება და მართვა
** წიგნის ფონდის აღრიცხვა, კატალოგიზაცია და განახლება
** მოსწავლეებისთვის ასაკობრივი და ინტერესებზე მორგებული ლიტერატურის შეთავაზება
** კითხვის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით თემატური აქტივობების დაგეგმვა
** მასწავლებლებთან თანამშრომლობა სასწავლო რესურსების შერჩევის მიმართულებით
** ბიბლიოთეკაში წესრიგისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
** ბიბლიოთეკაში ან საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის გამართული ცოდნა
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაციის უნარი
** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** თანამედროვე კამპუსს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: HR@greenschool. edu.ge სათაურში მიუთითეთ: "ბიბლიოთეკარი — ტყის კამპუსი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე