|
დასახელება:
ცენტრალური ფილიალის ხარისხის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
კომპანია: "მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკ"
პოზიცია: ცენტრალური ფილიალის ხარისხის მენეჯერი
დაქვემდებარება: ლაბორატორიის ხელმძღვანელი / ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
სამუშაო ადგილი: ცენტრალური ლაბორატორია
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ჰიბრიდული ან ადგილზე)
პოზიციის მიზანი:
ქსელური ლაბორატორიის ხარისხის მართვის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ცენტრალურ და რეგიონულ ფილიალებში ხარისხის სტანდარტების კონტროლი, პროცესების მონიტორინგი, ხარვეზების პრევენცია და მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება.
ძირითადი მოვალეობები
ხარისხის მართვა და კონტროლი:
** ლაბორატორიული პროცესების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
** პრეანალიტიკური, ანალიტიკური და პოსტანალიტიკური ეტაპების კონტროლი;
** შიდა ხარისხის კონტროლის პროცესების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მართვის ძირითადი დებულებების, ხარისხის ინდიკატორების შეფასება;
** რისკების ანალიზის ცოდნა და მათი ინტეგრირება და მონიტორინგი ლაბორატორიის მართვის პროცესში;
** სსტ ISO 15189:2012/2015 მოთხოვნების შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სისტემით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
** შიდა აუდიტის დაგეგმვა და დადგენილი პერიოდულობით ჩატარება;
** გარე ხარისხის კონტროლის პროგრამებში ჩართულობის კოორდინაცია;
** SOP-ების, ინსტრუქციებისა და რეგულაციების შემუშავება/განახლება;
** ლაბორატორიის მართვა სსტ ISO 15189:2012/2015-ს და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ქსელური ფილიალების კონტროლი:
** რეგიონული ფილიალების პერიოდული მონიტორინგი;
** ფილიალებში პროცესების, დოკუმენტაციისა და სერვისის ხარისხის შეფასება;
** გამოვლენილი ხარვეზების ანალიზი და კორექტირების გეგმის შემუშავება;
** ცენტრალურ და რეგიონულ ფილიალებს შორის ხარისხის ერთიანი სტანდარტის შენარჩუნება;
** ფილიალების თანამშრომლების ინსტრუქტაჟი ხარისხის მიმართულებით;
დოკუმენტაცია და აუდიტი:
** ხარისხის დოკუმენტაციის სისტემური მართვა;
** შიდა აუდიტების დაგეგმვა და ჩატარება;
** მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისობის კონტროლი;
** ინციდენტების, შეცდომებისა და საჩივრების დოკუმენტირება/გამოძიება;
** CAPA პროცესების მართვა (Corrective and Preventive Actions);
თანამშრომლების მართვა და განვითარება:
** თანამშრომლების ხარისხობრივი შეფასება;
** ხარისხთან დაკავშირებული ტრენინგების ორგანიზება;
** თანამშრომლებში ხარისხის კულტურის დანერგვა;
** პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამედიცინო/ბიოლოგიურ/ლაბორატორიულ მიმართულებით;
** სასურველია ხარისხის მართვის მიმართულებით გამოცდილება;
** სასურველია ISO 15189 ან შესაბამის სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ლაბორატორიული პროცესების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
აუცილებელი უნარები:
** პრობლემების ანალიზისა და სწრაფი რეაგირების უნარი;
** პროცესების მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის მაღალი უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დისციპლინა და კონტროლის მექანიზმების მართვა;
** ანგარიშგებისა და მონიტორინგის უნარი;
ფუნქციური პასუხისმგებლობა:
** ხარისხის სისტემის გამართულ მუშაობაზე სრული პასუხისმგებლობა;
** ლაბორატორიული სტანდარტების დაცვაზე კონტროლი;
** ქსელში ერთიანი ხარისხის პოლიტიკის დანერგვა;
** ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ჩვენთან დაგხვდებათ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** მნიშვნელოვანი ფასდაკლება ლაბორატორიულ სერვისზე (ოჯახის წევრებსაც);
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და ტრენინგების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კარიერული განვითარების პერსპექტივას ქსელურ ლაბორატორიაში;
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://mlab.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, შესაძლოა თქვენი რეზიუმე არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr.mwlab@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას
|
|
|
|