|
დასახელება:
სოციალური დაცვის პროგრამის ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს კარიტასი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას სოციალური დაცვის პროგრამის ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროგრამა/პროექტი: სოციალური დაცვის პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: უვადო, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით;
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე, თ.ერისთავის #23
ანაზღაურება: დარიცხული 2100 - 2200 ლარი
პროგრამის შინაარსი:
პროგრამის მიზანია, მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური დახმარება და საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ღირსების დაცვა.
სამუშაო მიზანი:
პროგრამის ოფიცერი პასუხისმგებელია სოციალური დაცვის პროგრამის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერასა და კოორდინაციაზე. მჭიდროდ თანამშრომლობს პროგრამის მენეჯერთან, პროგრამის გუნდთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან პროგრამის ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
პროგრამის ოფიცერი უზრუნველყოფს პროგრამული და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერას, პროგრამასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ორგანიზებასა და შიდა კოორდინაციის ხელშეწყობას.
ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
** პროგრამის მენეჯერის მხარდაჭერა პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;
** პროგრამასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მონაცემებისა და ფაილების ორგანიზება;
** ანგარიშებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
** პროგრამული აქტივობების მონიტორინგისა და მონაცემების შეგროვების პროცესში ჩართულობა;
** ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად პროგრამული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
** პროგრამის გუნდის წევრებთან კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის მხარდაჭერა;
** ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება პროგრამის საჭიროებებიდან გამომდინარე.
განათლება, გამოცდილება, უნარები:
აუცილებელია:
** უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში, საერთაშორისო ურთიერთობებში, საჯარო მმართველობაში, პროექტის მენეჯმენტში ან შესაბამის სფეროში;
** არასამთავრობო, სოციალური ან ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროექტების ადმინისტრირების, კოორდინაციის ან პროგრამული მხარდაჭერის გამოცდილება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციის, ორგანიზებისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დინამიკურ, მრავალფუნქციურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი და CV ელ. მისამართზე: ani.ergemlidze@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: სოციალური დაცვის პროგრამის ოფიცრის ვაკანსია
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:
განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 14/05/2026
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 24/05/2026
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge | https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/
|
|
|
|