Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721431&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:

** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
** პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება;
** პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
** გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ინასარიძის ქუჩა N25

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე: 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია