|
დასახელება:
სუპერმარკეტის რეგიონალური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მ.ა.მ
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
შპს "M.a.M" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც წარმატებით ოპერირებს თბილისის და კახეთის რეგიონში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, შაბათი 09:00-14:00.
ხელფასი: 1800 ლარი - 2000 ლარი (+ საბონუსე სისტემა)
ძირითადი მოვალეობები:
** სუპერმარკეტების ყოველდღიური ოპერაციების კონტროლი და მონიტორინგი;
** პროდუქციის ხარისხის, ვადების, მარაგებისა და FIFO სტანდარტის კონტროლი;
** მაღაზიების მენეჯერებისა და პერსონალის მართვა/შეფასება;
** გაყიდვების ზრდისა და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** შეკვეთებისა და პროდუქციის დროული მიწოდების კონტროლი;
** მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა კმაყოფილების გაუმჯობესება;
** ფასდაკლებებისა და სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა;
** ფინანსური კონტროლი და ხარჯების ოპტიმიზაცია;
** ახალი მაღაზიების გახსნის პროცესში ჩართულობა;
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
** რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია retail/supermarket სექტორში);
** გუნდის მართვის და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** MS Office-ის საბაზისო ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: human.resource.m.a.m@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 66 64 28.
|
|
|
|