Робота для біженців з України
სტაჟიორი/დამწყები ტურ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი/დამწყები ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: Check-In Travel
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
შპს "ჩექინ თრეველი" აცხადებს სტაჟიორის / დამწყები ტურ-ოპერატორის ვაკანსიას.

შპს "ჩექინ თრეველი" ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც მზად არის ისწავლოს ტურიზმის სფერო პრაქტიკაში და განვითარდეს პროფესიონალურ გარემოში. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს დაიწყოს კარიერა ტურიზმში და მიიღოს რეალური გამოცდილება.

https://www.facebook.com/checkintravel

რას ისწავლით:

** ტურისტული პროდუქტების შეთავაზებას
** კლიენტებთან პროფესიულ კომუნიკაციას
** ტურის დაგეგმვასა და ორგანიზებას
** ავიაბილეთებთან და სასტუმროებთან მუშაობას
** გაყიდვების პროცესს
** CRM და ტურისტული სისტემების გამოყენებას

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** სწავლის სურვილი
** გუნდში მუშაობის უნარი
** გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ტურიზმის სფეროს მიმართ ინტერესი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას
** ანაზღაურებად სტაჟირებას
** პრაქტიკულ გამოცდილებას
** სწავლასა და მხარდაჭერას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს

ლოკაცია: თბილისი, ბიძინა კვერნაძის ქ. 35

დაინტერესების შემთხვევაში, 30 მაისის ჩათვლით, გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: checkintravelhr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ: დამწყები ტურ-ოპერატორი / სტაჟიორი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე