Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721413&print=yes&view=jobs
 
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: მიფასი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების სისტემების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირებას, ტექნიკურ ინტეგრაციას, ინსტალაციას/მონტაჟს, პერსონალის ტრენინგს, აგრეთვე საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურებას.

ამ ეტაპზე კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ფინანსური უწყისების წარმოება თვის, კვარტალის და წლის ჭრილში;
** შემოსავლებისა და ხარჯების ბიუჯეტირება, ფაქტობრივ შედეგებთან შედარება და გადახრების ანალიზის მომზადება თვის, კვარტალის და წლის ჭრილში;
** ფულადი სახსრების ნაშთების კონტროლი;
** ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება;
** ცალკეული პროექტების ხარჯთაღრიცხვის დაგეგმვა, მომგებიანობის ანალიზი, ფაქტობრივ ხარჯებთან შედარება და გადახრების ანალიზის მომზადება;
** ხელფასებისა და ბონუსების დარიცხვა და კონტროლი;
** ბუღალტრული საქმიანობის ორგანიზება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** თვის დახურვის პროცესის კონტროლი და მონიტორინგი;
** ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი სხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება და დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი
** პრემია, რომელიც დამოკიდებულია კომპანიის ფინანსურ შედეგებსა და მომგებიანობაზე.
** ნახევარი განაკვეთი 10:00-დან 14:00-მდე ან 15:00-დან 19:00-მდე
** ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** უფასო კორპორატიულ ტელეფონს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა 16;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mifasi@yahoo.com

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია