Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721411&print=yes&view=jobs
 
AutoCAD / Civil 3D სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: AutoCAD / Civil 3D სპეციალისტი
მომწოდებელი: მინერალი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
შპს "მინერალი" 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ინერტული მასალის მოპოვება და წარმოების ერთ-ერთი ლიდერი კომპანია.

ჩვენი მისიაა - ვიყოთ შეუცვლელი პარტნიორი სამშენებლო სექტორისთვის მათზე მორგებული, დახვეწილი და ტექნოლოგიური სერვისებით.

საცხოვრებელი დასახლების პროექტის განვითარებისთვის ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლობიან სპეციალისტს, რომელიც ფლობს AutoCAD-ისა და Civil 3D-ის პროგრამებს და ჩაერთვება მასშტაბურ დეველოპერულ პროექტში.

ძირითადი მოვალეობები:

** დაგეგმილი საცხოვრებელი დასახლების კონცეფციის გადატანა AutoCAD-სა და Civil 3D-ში;
** საგზაო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და დეტალური დახაზვა;
** საინჟინრო კომუნიკაციების დაგეგმვა და მოდელირება (კანალიზაცია, წყალმომარაგება, ელექტრო გაყვანილობები და სხვ.)
** მიწის ნაკვეთების დაყოფა, ზონირება და კლასიფიცირება;
** ცენტრალური უბნის არქიტექტურული ნაწილის ვიზუალიზაცია;
** ტექნიკური ნახაზების და საპროექტო ფაილების სტანდარტიზებულ ფორმატში მომზადება (DWG / PDF / 3D models);
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** AutoCAD-ის და Civil 3D-ის პრაქტიკული და პროფესიული ცოდნა;
** საინჟინრო ან არქიტექტურული მიმართულებით საბაზისო განათლება;
** სივრცობრივი და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ვადების მკაცრად დაცვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დამატებითი უნარები (სასურველია):

** მსგავსი ტიპის დეველოპერულ ან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** GIS ან სხვა შესაბამისი საპროექტო პროგრამების ცოდნა;
** Revit ან სხვა BIM სისტემების საბაზისო ცოდნა;
** ურბანული დაგეგმარების პროექტებში მონაწილეობა;

სამუშაო ფორმატი:

** ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი;
** საოფისე შეხვედრები დავალებების მიღებისა და ტექნიკური დეტალების განხილვის მიზნით (მოქნილი გრაფიკი შეთანხმების საფუძველზე);
** სამუშაო პროცესის ძირითადი ნაწილი დისტანციური;
ჩვენ გთავაზობთ:
** მასშტაბურ და საინტერესო დეველოპერულ პროექტზე მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების რეალურ პერსპექტივას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ და თანამედროვე სამუშაო მოდელს (ჰიბრიდული ფორმატი);
ანაზღაურება:
** შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე (CV)ც (სავალდებულო)
** შესრულებული პროექტების პორტფოლიო (სასურველია)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@minerall.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია