|
დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კანტი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე (ბაკალეა და სამაცივრე საკვების მიმართულება).
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** ბაზრის კვლევა და ანალიტიკა
** ბრენდის გაყიდვების ანალიტიკა (ABC ანალიზის გაკეთება, ბოსტონის მატრიცის გამოყენება)
** პლანოგრამის შექმნა და იმპლემენტირება, მაღაზიის კატეგორიების მიხედვით
** ფასწარმოქმნის შედგენა პროდუქტების მიხედვით
** მარჟინალობის კონტროლი როგორც ბრენდის, ასევე პროდუქტის ჭრილში
** ბრენდის მომგებიანობის კონტროლი
** მომწოდებლებთან ურთიერთობა
** პროდუქტის ვადების კონტროლი, საწყობის ხელმძღვანელის დახმარებით
** გაყიდვების გეგმის შედგენა და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან
** ბრენდის პრეზენტაციის შექმნა და მათი წარდგენა გაყიდვების გუნდსა და პარტნიორებთან
** პროდუქციის შეკვეთა საჭიროებისამებრ
მოთხოვნები:
** აუცილებელია გამოცდილება იდენტურ ან მომიჯნავე სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე (აღნიშნული საჭიროება გამომდინარეობს უცხოური პროდუქტების მომწოდებლებთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით)
ლოკაცია: გლდანი
გრაფიკი: 09:30 - 18:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ანაზღაურება: 3500 ლარის ოდენობით ფიქსირებული (პირველი 3 თვე, სამი თვის შემდეგ + ყოველთვიური 500 ლარიანი საბონუსე ფონდი და კვარტალური 1500 ლარიანი ბონუსი)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ CV მეილზე: hr@kanti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|