|
დასახელება:
იურიდიული დეპარტამენტის პირველი კატეგორიის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს საპენსიო ფონდი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს კონკურსს იურიდიული დეპარტამენტის პირველი კატეგორიის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.
სამსახურის ადგილმდებარეობა - საქართველო, თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** იურისტად მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება, საფინანსო სექტორში იურისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისურენოვან დოკუმენტაციაზე (მათ შორის ხელშეკრულებები, შეთანხმებები, სხვა სახის გარიგებები) მუშაობის გამოცდილება;
** საუკეთესო კომუნიკაციის უნარები, მათ შორის წერილობით, ქართულად, ინგლისურად (C2 დონეზე);
** Microsoft Office და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
** საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქციების, წესების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტების მომზადება;
** ხელშეკრულებების/შეთანხმებების/მემორანდუმების (საქართველოს საპენსიო ფონდის როგორც საინვესტიციო, ასევე საოპერაციო მიმართულებით) მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა, მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
** საქართველოს საპენსიო ფონდში შემოსულ და გასულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმის წარმოება (წერილების, განცხადებების, საპასუხო კორესპონდენციის მომზადება და ა.შ.);
** იურიდიული დასკვნების მომზადება;
** შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საპენსიო ფონდის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** საქართველოს საპენსიო ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:
** ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
** სხვადასხვა საკითხებზე მოკლევადიან რეჟიმში ერთდროული მუშაობის უნარები;
** სამართლებრივი წერის მაღალი კულტურა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერთიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე http://www.pensions.ge
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
|
|
|
|