Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721271&print=yes&view=jobs
 
სავენახე ტრაქტორის ოპერატორი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავენახე ტრაქტორის ოპერატორი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას სავენახე ტრაქტორის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:
** ვაზის შეწამვლა/მოვლა.
** კულტივიზაცია;
** აგრეგატების აბმა და ჩახსნა ტექნიკებზე.

მოთხოვნები:
** ტრაქტორზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და დისციპლინა.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 568191939 (WhatsApp ხელმისაწვდომია)

ან გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " სავენახე ტრაქტორის ოპერატორი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

"KTW ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია