Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721247&print=yes&view=jobs
 
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო ხედი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანიის შესახებ: სასტუმრო "ხედი" (Khedi Hotel) წარმოადგენს 4-ვარსკვლავიან, პრემიუმ კლასის ლოკაციას თბილისის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში. სასტუმრო აერთიანებს 57 დახვეწილ ნომერს და 2 მაღალი კლასის რესტორანს. რესტორან "ხედში" სტუმრობისას, მომხმარებელს დახვდება ბუტიკის სტილის მწვანე გარემო, ძველი და თანამედროვე თბილისის უნიკალური ხედები, განსაკუთრებული ქართული და ევროპული სამზარეულოს შერწყმა და მაღალი ხარისხის მომსახურება.

ვაკანსია: მიმტანი (რესტორანი "ხედი")

გუნდში ვიწვევთ ენერგიულ, კეთილგანწყობილ და პასუხისმგებლობიან თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუს სრულყოფილი ცოდნა და სტუმრებისთვის კერძებისა და სასმელების პროფესიონალური შეთავაზება
** შეკვეთების დროული და ზუსტი მიწოდება
** მაგიდების სერვირება და დარბაზის მოწესრიგება
** ანგარიშსწორების პროცესის მართვა (ჩეკების მომზადება)
** ბანკეტებისა და კონფერენციული ღონისძიებების სტუმართა მომსახურება
** შრომის უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა - სავალდებულოა

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ყურადღება
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ხელფასს + დანამატს გარკვეული კატეგორიის მაგიდებიდან
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე
** ღამის ტრანსპორტირებას
** კვებას
** ფიტპასს, სამედიცინო დაზღვევას.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@khedihotel.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "მიმტანი"

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. რეზიუმე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა შესაბამისი პოზიციებისთვის და შეინახება მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია