|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საგა იმპექსი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
შპს "საგა იმპექსი" 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. გათბობა, გაგრილება და სავენტილაციო სისტემები მისი ძირითადი მიმართულებებია. "საგა იმპექსი" კორპორაციულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. საგას ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორაციულ ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალ ტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად.
პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის 116
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე;
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + გაყიდული პროდუქციის 5%
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
** კომპანიაში არსებული პროდუქციის გაყიდვა;
** კომპანიის პროდუქციის და სერვისების განვითარებაზე მუშაობა;
** პოტენციური ბაზრის ანალიზი, სტრატეგიის და ბაზრის წილის გაზრდა.რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით;
** ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** არსებული კორპორაციული პარტნიორების შენარჩუნება, მათთვის სრულყოფილი პროდუქციის შეთავაზებით;
** უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა.
მოთხოვნა კვალიფიკაციაზე:
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის/გაყიდვების გამოცდილება);
** Word, Excel, Outlook (განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა);
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა;
** შემოქმედებითი ხედვა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები;
** დაგეგმარებისა და ზოგადად გეგმებზე მუშაობის უნარის მქონე
ენები:
** ქართული სრულყოფილად;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე: hr@saga.ge
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|