Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721203&print=yes&view=jobs
 
კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: გაუს კრიპტო
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
შპს "გაუს კრიპტო" წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს (VASP). ჩვენი მეგობრული და პროფესიონალური გუნდი ეძებს ახალ თანამშრომელს — კლიენტთა მომსახურების მენეჯერს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომპანიის ძირითად კლიენტებთან ეფექტური და ხარისხიანი ურთიერთობის უზრუნველყოფაში.

სამუშაო დეტალები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
** სამუშაო გრაფიკი: მონაცვლეობითი (მცოცავი), წინასწარ შეთანხმებული ცვლების მიხედვით
** სამუშაო საათები: ორშ-პარ: 11:00-20:00, შაბათ-კვირა 12:00-17:00
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1700 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების იდენტიფიკაცია-ვერიფიკაცია და რეგისტრაცია;
** ოპერაციების განხორციელება სისტემაში და ელექტრონულ საფულეებზე;
** მომხმარებელთა კონსულტაცია როგორც Face-to-Face, ასევე ციფრული არხების საშუალებით (ჩატი, ელფოსტა, სატელეფონო ზარები);
** ზემოაღნიშნულ სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ფუნქციები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ან ფინანსების მიმართულებით);
** ფინანსურ სექტორში კლიენტთა მომსახურების გამოცდილება;
** კომპიუტერული და ციფრული პლატფორმების გამოყენების ცოდნა;
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა, ყურადღება დეტალებისადმი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე info@gauscrypto.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია