Робота для біженців з України
შეფ-მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: ბისტროს ტიპის ობიექტი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
თანამედროვე კონცეფციის მქონე, ბისტროს ტიპის — საოჯახო, მყუდრო და მარტივ, ხარისხიან სამზარეულოზე ორიენტირებული ობიექტი აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

ობიექტის კონცეფცია მოიცავს მარტივ, მაგრამ მაღალი ხარისხის მენიუს — გრილის კერძებს, სალათებსა და ყოველდღიურ, საოჯახო სტილის საკვებს, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება გემოზე, პროდუქტების ხარისხსა და სტაბილურობაზე.

ლოკაცია: თბილისი, აგლაძის ქუჩა

ძირითადი მოვალეობები:

** ბისტრო/საოჯახო კონცეფციის შესაბამისი მარტივი და ეფექტური მენიუს შექმნა (გრილი, სალათები, წვნიანები, ყოველდღიური კერძები)
** კერძების მომზადება და გემოს/პრეზენტაციის სტაბილური ხარისხის კონტროლი
** სამზარეულოს პროცესების გამართვა მარტივი, სწრაფი და ეფექტური სერვისისთვის
** სამზარეულოს გუნდის მართვა და სამუშაო პროცესების ორგანიზება
** პროდუქციის ხარისხისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი
** ჰიგიენური ნორმებისა და სისუფთავის სრული დაცვა

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება შეფ-მზარეულის პოზიციაზე
** სავალდებულოა ბისტროს ან საოჯახო ტიპის ობიექტში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** მარტივი, მაგრამ გამართული და გემოზე ორიენტირებული მენიუს შექმნის გამოცდილება (გრილი, სალათები და მსგავსი მიმართულება)
** პროცესების ოპტიმიზაციისა და სწრაფი სერვისის მართვის უნარი
** ლიდერული უნარები და გუნდთან ეფექტური მუშაობის გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5/2
** შესაძლებლობა გავლენა მოახდინოთ მენიუსა და სამზარეულოს სტილის ჩამოყალიბებაზე
** სტაბილური სამუშაო გარემო

თუ გსურთ გახდეთ გუნდის ნაწილი და შექმნათ ხარისხიანი, სტუმარზე ორიენტირებული ბისტრო გამოცდილება — გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@designmall2026.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე