|
დასახელება:
ალუმინის სექციის კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
სონნივა ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას ალუმინის სექციის კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების პროფესიონალური კონსულტაცია ალუმინის პროფილებისა და მასალების შესახებ
** პროდუქციის შერჩევაში დახმარება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით
** პროდუქციის მახასიათებლებისა და ფასების გაცნობა
** შეკვეთების მიღება და შესაბამის გუნდთან კოორდინაცია
** სექციის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების ან კონსულტაციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწრაფად სწავლის უნარი
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პუნქტუალურობა.
ხელფასი: 1800 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
დასვენების დღე: შაბათი და კვირა.
ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტირება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge
მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|