|
დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
სონნივა ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
კომპანია "სონნივა ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება
** პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული ზუსტი სახეობების, რაოდენობების მიხედვით
** გასაცემად გამზადებული შეკვეთების მძღოლისთვის მითვლა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** სამუშაო ადგილზე მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
** ჩანგლიანი დამტვირთველის საშუალებით პროდუქციის დასაწყობება
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ჩანგლიანი დამტვირთველის მართვის სერტიფიკატი (სასურველია)
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
რას გთავაზობთ?
** კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება - 2000 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი, კვება, ტრანსპორტირება მეტრო-სადგურებთან
** სამუშაო გრაფიკი - 5 დღიანი, შაბათ-კვირას დასვენება
** კომფორტული სამუშაო გარემო
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge. სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|