Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721127&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: მედ-დიაგნოსტიკა
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
სამედიცინო დაწესებულება "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 საათამდე
ანაზღაურება: 4000 ლარი (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** შემოსავლებისა და ხარჯების პროგრამული ასახვა;
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება/შემოწმება;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანებების სისწორის კონტროლი და შედარებების წარმოება;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და რეპორტების მომზადება;
** საგადასახადო დეკლარაციისათვის დოკუმენტების მომზადება;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და დოკუმენტების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება;
** შვილობილი კომპანიების ბუღალტრული მომსახურების გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Balance პროგრამის ცოდნა სავალდებულოა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.

გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია