|
დასახელება:
გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
იმექს კარგო ლოჯისტიკსი
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" რომელიც დაარსდა 2023 წელს. მომხმარებლებს სთავაზობს სახმელეთო გადაზიდვების ფართო სპექტრს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ტრანსპორტირების სფეროში მოქმედ საერთაშორისო კომპანიებთან, რაც კლიენტებისთვის მრავალმხრივი მომსახურების მიწოდების საშუალებას იძლევა.
შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს" აცხადებს გაყიდვების უმცროსი სპეციალისტის ვაკანსიას.
ვაკანსიის აღწერილობა
მოვალეობები:
** კონკურენტული ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** პოტენციური კლიენტების (ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების) მოძიება და მათთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;
** პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განვითარება;
** არსებული კლიენტების შენარჩუნება და მათთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება;
** დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ტრანსპორტის სპეციალისტისთვის გადაზიდვებთან დაკავშირებული შეკვეთების სრულყოფილად მიწოდება;
** ტვირთის ტრანსპორტირების პროცესში დამკვეთთან კომუნიკაცია შეკვეთის სტატუსის შესახებ;
მოთხოვნები:
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საშუალო განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა (B1)
** რუსული ენის ცოდნა (B1)
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 სთ
** ადგილმდებარეობა: თბილისი, გაგარინის ქ. N13
** ხელფასი: 1500 ლარი დარიცხული არ აკლდება არანაირი გადასახადი + ბონუსი
ბენეფიტები:
** წელიწადში 5 კალენდარული ანაზღაურებადი დღე დამატებითი შვებულების სახით;
** წელიწადში 10 დღე ონლაინ მუშაობა;
** კორპორატიული წვეულებები და დასვენება;
** ტრენინგები;
** ორი თვის შემდგომ ჯანმრთელობის დაზღვევა სრული დაფინანსებით კომპანიის მხრიდან.
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: career@imexcargo.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ ნიჭიერ თანამშრომელს.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|