Робота для біженців з України
წარმოების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით, ორგანიზებულობითა და განვითარებისაკენ სწრაფვით.

ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას, იმუშაოთ გუნდში, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, ცოდნის გაზიარებასა და უწყვეტ პროგრესზე.

თუ, გსურს გახდე წარმატებული გუნდის ნაწილი და განავითარო ან გააძლიერო შენი ლიდერული უნარები - შემოგვიერთდი!

"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT`S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).

ლაზიერს მაშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა.

ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/2ee8smde

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული პროექტების შესრულების დაგეგმვა;
** წარმოების თითოეული ეტაპისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა: მასალები, აღჭურვილობა, ვადა და ადამიანური რესურსი;
** წარმოების შეკვეთების პრიორიტეტების მინიჭება და შესაბამისი რესურსების მობილიზება;
** წარმოების სხვადასხვა ეტაპის მონიტორინგი და ვადების კონტროლი;
** წარმოების პროცესში დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა;
** საწარმოს მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების გამართულად მუშაობის კონტროლი და ტექნიკური უზრუნველყოფა;
** ხარისხის სტანდარტების დაცვა;
** წარმოებასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** წარმოებაში ტექნიკური მენეჯმენტის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია ავეჯის ან ხის პროდუქტების წარმოების სფეროში;
** საწარმოო დაგეგმვა, ბიუჯეტირება და რესურსების მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
** საწარმოო ნახაზების წაკითხვის უნარი.

ლაზიერში დაგხვდებათ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** ფიტპასი;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, დილის 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი წარმოების რეალიზაციის შედეგების მიხედვით (ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " წარმოების ხელმძღვანელი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე