Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721073&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
"ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ჩვენ შესახებ

"ალიანს ჯგუფი" პირველი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც წამყვან გლობალურ ბრენდებთან პარტნიორობით შექმნა სასტუმროს ტიპის მულტიფუნქციური კომპლექსები, დანერგა თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები და ჩამოაყალიბა გამორჩეული საინვესტიციო კულტურა.

20 წელი, 25-ზე მეტი პროექტი და $1.5 მილიარდის ინვესტიცია - "ალიანს ჯგუფი" საერთაშორისო ბრენდებთან (Hyatt, Marriott, Hilton) კოლაბორაციით ქმნის სრულყოფილ საინვესტიციო პროდუქტს, სადაც მასშტაბური მშენებლობა და მაღალი კლასის სტუმარმასპინძლობა ერთიანდება.

პოზიციის აღწერა

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, ვისაც მაღალი კლასის უძრავი ქონების სფეროში საერთაშორისო მასშტაბის კარიერა იზიდავს. თქვენი მთავარი ამოცანაა, საინვესტიციო ბაზარზე გამორჩეული, "ალიანს ჯგუფის" პროდუქტი მარტივად და მიმზიდველად წარადგინოთ და პოტენციურ ინვესტორებს დაეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის სრულყოფილი ცოდნა: კომპანიის პროექტებისა და მათი უპირატესობების სიღრმისეული ცოდნა;
** კონსულტირება და პრეზენტირება: პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ეფექტური პრეზენტაციების წარმართვა;
** კლიენტთა ბაზების მართვა: მომხმარებელთა ბაზების რეგულარული დამუშავება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით;
** ურთიერთობების მართვა: მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი გამოცდილების (Customer Experience) მუდმივი გაუმჯობესება;
** ღონისძიებებში მონაწილეობა: საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის გამოფენებში, კონფერენციებსა თუ ვორქშოფებში მონაწილეობის მიღება;
** ანგარიშგება: შესრულებული სამუშაოს შესახებ აქტიური რეპორტინგი წინასწარ დადგენილი პერიოდულობით;
** გუნდური მუშაობა: სხვადასხვა დეპარტამენტთან მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** კომუნიკაცია: ეფექტური კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების დამყარების უნარი;
** სამუშაო გარემო: დეტალებზე ორიენტირებულობა და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკა და ორგანიზება: მაღალი ორგანიზებულობა და მონაცემების ანალიზის უნარი;
** მოლაპარაკებები: დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის ხელოვნება;
** კრეატიული გაყიდვები: ინოვაციური გაყიდვების არგუმენტების (Sales Points) შემუშავების უნარი;
** ენების ფლობა: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (ან/და - სასურველია: ებრაული, პოლონური, არაბული, თურქული ენები);
** ტექნიკური უნარები: MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

** გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + საბონუსე სისტემას; (განიხილება ინდივიდუალურად)
** გამორჩეულ სამუშაო გარემოს; შესაძლებლობას, იმუშაოთ პრემიუმ კლასის მულტიფუნქციურ პროექტებზე საერთაშორისო ბრენდებთან ერთად.

დაგვიკავშირდით:

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) 2026 წლის 13 ივნისამდე - hr@alliance.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: Sales Manager.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;

მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება;

შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია