|
დასახელება:
მორიგე ექთანი რეანიმაციის დეპარტამენტში
|
| მომწოდებელი:
კლინიკა ჰელსიკორი
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას რეანიმაციის დეპარტამენტში მორიგე ექთნის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს:
** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტის ცნობა;
** გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საექთნო მანიპულაციების შესრულება;
** საექთნო დოკუმენტაციის წარმოება;
** ჰიგიენის და ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვა;
** კლინიკის შიდა საექთნო განათლებაში მონაწილეობის მიღება;
** შიდა სტანდარტების შესრულება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა;
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი (Microsoft Word, Excel).
სამუშაო განრიგი: მორიგე - ოთხ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 27 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.
|
|
|
|