Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721067&print=yes&view=jobs
 
ანესთეზიის ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანესთეზიის ექთანი
მომწოდებელი: კლინიკა ჰელსიკორი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 27 მაისი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიის ექთნის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს:

** საშუალო სპეციალიზებული განათლება, დიპლომირებული ექთანი;
** გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საექთნო მანიპულაციების შესრულება;
** საოპერაციოს ქცევის წესების დაცვა;
** საექთნო დოკუმენტაციის წარმოება;
** ჰიგიენის და ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვა;
** კლინკის შიდა საექთნო განათლებაში მონაწილეობის მიღება;
** შიდა სტანდარტების შესრულება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა;
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი (Microsoft Word, Excel).

სამუშაო განრიგი: მორიგე - ოთხ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 27 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია