|
დასახელება:
უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ეკობინა
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
კომპანია "ეკო ბინა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"ეკო ბინა" 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ტენიანობის/ობის პრობლემების გადაწყვეტას.
კომპანია უზრუნველყოფს თანამედროვე ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემების შერჩევას, მიწოდებასა და მონტაჟს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://ecobina.ge/
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ზარები, ელ.ფოსტა, შეტყობინებები)
** შემოსული ზარების მიღება და გაყიდვების მენეჯერთან გადამისამართება
** კომერციული შეთავაზებების მომზადებაში დახმარება
** შეხვედრების დაგეგმვა და კოორდინაცია
რას ველოდებით კანდიდატისგან:
უნარები და კომპეტენციები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალებზე და დროის მართვის უნარი;
** სწრაფი ათვისებისა და პრობლემის მოგვარების უნარი;
** ზარების მიღებისა და გადამისამართების პროცესის ეფექტურად მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
** გაყიდვების გამოცდილება სასურველია, თუმცა არა აუცილებელი — ჩვენი გუნდი ყველაფერს ეტაპობრივად შეგასწავლით.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სრულ მხარდაჭერა და სწავლებას გაყიდვების პროცესებისა და ბიზნესის მართვის შესახებ;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე; ორშ. - პარ. 11:00-დან 19:00-მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან (საწყის ეტაპზე საშუალოდ 1000-1500 ლარი, შემდგომში მზარდი ბონუსებით)
გაყიდვების ზრდასთან ერთად, ანაზღაურების ზედა ზღვარი ლიმიტირებული არ არის.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) მეილზე jimi.brodzeli29@gmail.com სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ კომპანია "ეკო ბინა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
კომპანია "ეკო ბინა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთამიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და
მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|