Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: Green Palace Kutaisi
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
სასტუმრო "Green Palace Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე!

სასტუმრო "Green Palace Kutaisi" მდებარეობს ძველი ქუთაისის შუაგულში, რომელიც წარმოდგენილია 26 სტანდარტული და 4 პრემიუმ კლასის ნომრით, ბარ-რესტორანითა და ღია ტერასით.

მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ვაჟა-ფშაველა, N5.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი".
სამუშაო დრო: ყოველი მესამე დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა-კონტროლი;
** სასტუმროს მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის მონიტორინგი;
** სტუმრებისა და სასტუმროს თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ნორმის მაქსიმალური დაცვა;
** საეჭვო ვითარების ან პიროვნების შემჩნევისას მყისიერი რეაგირება;
** პერიოდულად ხელმძღვანელისათვის ანგარიშის წარდგენა;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება სასტუმროს სფეროში გამოცდილებას;
** სასტუმროს ბიზნესისა და მისი სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის ფლობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

ანაზღაურება: 750 ლარი.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ და მეგობრულ კომპანიაში და გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: greenpalacekutaisi@gmail.com ან დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 599 71 32 27.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.

გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე